“Georgian Production” არის სამშენებლო და სარემონტო კომპანია, რომელსაც აქვს საკუთარი ლითონის ნაკეთობათა საწარმო. კომპანია ქართულ ბაზარზე 2004 წლიდან ახორციელებს თავის საქმიანობას.

“Georgian Production”ერთადერთი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ეწევა მომსახურეობას. საწარმოს აქვს ფილიალი რუსთავში, მაზნიაშვილის ქუჩა N5-ში. ოფისი მდებარეობს თბილისში, წერეთლის N116-ში.

კომპანია “Georgian Production” აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მასში დასაქმებულები არიან სერთიფიცირებული და გამოცდილი სპეციალისტები.

“Georgian Production”აშენებს და არემონტებს სახლებს, არემონტებს ბინებს, კომერციულ და საოფისე ფართებს. კომპანიამ კარგად იცის დროისა და ხარისხის ფასი. ააშენეთ სახლი ან აგარაკი ნებისმიერ ადგილას.კომპანია “Georgian Production” – ის თანამშრომლები დაგეხმარებიან ზედმეტი დროისა და ძალისხმევის გარეშე იცხოვროთ თქვენთვის სასურველ გარემოში.

კომპანია ასევეე მომხმარებელს სთავაზობს ლითონის ნაკეთობებს როგორიცაა: კარი, ჭიშკარი, საწოლი, მოაჯირი, ვიტრაჟი, კიბე, გისოსი, აივანი, ჭიშკარი, ფანჩატური, საქანელა, სკვერის სკამები, ბუხარი, მაყალი, ღობე, ავეჯი და სხვა.

“Georgian Production”- ში მუდმივად კონტროლდება ხარისხი იმისთვის , რომ მომხმარებელმა მიიღოს მაღალი ხარისხის პროდუქცია საქართველოს ნებისმიერ ადგილას.